ბიბლიოთეკა

სერვერზე არსებული ნივთების კატალოგი — დასახელება, აღწერა და ეფექტები.

📜 GEODELUX RP სერვერის წესები

ეს წესები ეხება ყველა მოთამაშეს და სავალდებულოა დასაცავად.

📌 ზოგადი წესები

ეს წესები ეხება ყველა მოთამაშეს და განსაზღვრავს სერვერზე ქცევის ძირითად სტანდარტებს.

წესები

  • პატივი ეცი მოთამაშეებსა და ადმინისტრაციას
  • აკრძალულია შეურაცხყოფა, დისკრიმინაცია და ტოქსიკური ქცევა
  • აკრძალულია ჩიტების გამოყენება ან ნებისმიერი ექსპლოიტი
  • აკრძალულია სერვერის ბაგების გამოყენება პირადი სარგებლისთვის
  • ადმინისტრატორის გადაწყვეტილება საბოლოოა
სასჯელი: გაფრთხილება → ბანი (1 დღე – პერმანენტამდე დარღვევის ხარისხის მიხედვით)

👤 ექაუნთი და პერსონაჟი

პერსონაჟი უნდა იყოს რეალისტური და არ არღვევდეს RP გარემოს.

წესები

  • თითო მოთამაშეს ეკუთვნის მხოლოდ ერთი ექაუნთი
  • აკრძალულია ექაუნთის გაყიდვა/გაცვლა
  • პერსონაჟის სახელი უნდა იყოს რეალისტური (არა ცნობილი პირები, მემები და სიმბოლოები)
  • აკრძალულია შეუფერებელი ან პროვოკაციული სახელები
  • პერსონაჟის ისტორია უნდა შეესაბამებოდეს RP ლოგიკას
სასჯელი: სახელის შეცვლა (Force Rename) → გაფრთხილება / დროებითი ბანი

💬 კომუნიკაციის წესები (IC / OOC)

IC (In Character) ნიშნავს — როცა შენ თამაშობ როგორც შენი პერსონაჟი (მაგ. კოვბოი იქცევა როგორც კოვბოი). OOC (Out of Character) ნიშნავს — როცა საუბრობ როგორც რეალური ადამიანი (მაგ. 'ბაგია თუ რატომ არ მუშაობს მიკროფონი?'). IC და OOC უნდა იყოს მკაცრად გამიჯნული.

წესები

  • IC ინფორმაცია არ უნდა იყოს შერეული OOC-თან
  • აკრძალულია OOC ჩატი IC სიტუაციაში
  • აკრძალულია მეტაგეიმინგი (MG)
  • აკრძალულია ჩატის სპამი და flood
  • უნდა გამოიყენოთ მხოლოდ RP შესაბამისი ინფორმაცია
სასჯელი: გაფრთხილება → mute → დროებითი ბანი

🎭 Roleplay ძირითადი წესები

DM (Deathmatch)

აკრძალულია მოთამაშის მოკვლა რეალური RP მიზეზის გარეშე.

სასჯელი: 1–3 დღიანი ბანი

MG (Metagaming)

აკრძალულია OOC ინფორმაციის გამოყენება IC-ში — გარედან მიღებული ინფორმაციის გამოყენება თამაშში.

სასჯელი: გაფრთხილება → ბანი (1–3 დღე)

PG (Powergaming)

აკრძალულია არარეალისტური ქმედებების შესრულება, რომელიც რეალურ ლოგიკას ეწინააღმდეგება.

სასჯელი: გაფრთხილება → 1 დღე ბანი

NLR (New Life Rule)

გათიშვის/სიკვდილის შემდეგ არ გაქვს უფლება დაბრუნდე იმავე სიტუაციაში — ჩათვალე, რომ დაგავიწყდა!

სასჯელი: გაფრთხილება → 1–2 დღე ბანი

RK (Revenge Kill)

აკრძალულია იმავე მოთამაშეზე დაბრუნება შურისძიებისთვის მოკვლის შემდეგ.

სასჯელი: გაფრთხილება → 1–2 დღე ბანი

⚔️ კრიმინალი და ბრძოლა

კრიმინალური მოქმედებები უნდა განხორციელდეს RP ლოგიკით.

წესები

  • აკრძალულია Random ძარცვა RP-ის გარეშე
  • აკრძალულია Green Zone-ში დანაშაული
  • აკრძალულია RP სიტუაციაში თამაშის გათიშვა
  • იარაღის გამოყენება უნდა იყოს RP შესაბამისი
  • მასკირებული მოთამაშე არ უნდა იყოს იდენტიფიცირებული უმიზეზოდ
  • ჩარევა აქტიურ RP სიტუაციაში აკრძალულია
სასჯელი: 1–3 დღე ბანი (მძიმე დარღვევისას → უფრო მაღალი ბანი)

🧠 Fear RP (რეალისტური შიში)

მოთამაშემ უნდა დააფასოს თავისი სიცოცხლე. როცა შენზე იარაღია მიმართული ან უპირატესობა მოწინააღმდეგეს აქვს, უნდა მოიქცე რეალისტურად.

სასჯელი: გაფრთხილება → 1 დღე ბანი

🎙️ Voice Chat წესები

ხმის კომუნიკაცია უნდა იყოს სუფთა და RP შესაბამისი.

წესები

  • აკრძალულია voice changer
  • აკრძალულია მუსიკის გაშვება ხმაში
  • მიკროფონი უნდა იყოს გასაგები
  • აკრძალულია არასასურველი ხმაური
სასჯელი: mute → გაფრთხილება → ბანი

🌍 გარემოს და ზონების წესები

წესები

  • Green Zone-ში აკრძალულია კრიმინალი
  • NPC/job ზონებში აკრძალულია ჩასაფრება
  • Safe zone უნდა იყოს დაცული
  • ქონების ტერიტორიაზე მოქმედებს დამატებითი წესები
სასჯელი: გაფრთხილება → ბანი (1–3 დღე)

🛠️ ადმინისტრაციული წესები

ადმინისტრაცია მართავს სერვერს და უზრუნველყოფს წესების დაცვას.

წესები

  • ადმინისტრატორის სიტყვა არის საბოლოო
  • შეიძლება ადმინისტრაციამ მოითხოვოს ვიდეო დასაბუთება
  • სასჯელი განისაზღვრება დარღვევის სიმძიმით
  • ადმინისტრაციის მოტყუება აკრძალულია
სასჯელი: ბანი (მძიმე შემთხვევაში პერმანენტული)

⚖️ დამატებითი RP პრინციპები

სასიამოვნო გართობას გისურვებთ!

წესები

  • ყოველთვის ითამაშე რეალისტურად
  • დააფასე სხვა მოთამაშის RP
  • არ გააფუჭო სცენა პირადი ინტერესის გამო
  • თუ არ ხარ დარწმუნებული → მოიქეცი RP ლოგიკით

🎥 სტრიმინგის წესები

გასტრიმვა (streaming) არის სერვერზე თამაშის ჩაწერა/ლაივ ტრანსლაცია (YouTube, TikTok, Twitch და სხვა). ყველას შეუძლია გასტრიმვა ნებართვის გარეშე, მაგრამ უნდა დაემორჩილოს წესებს.

📜 ზოგადი

წესები

  • სტრიმინგის დროს მოთამაშემ უნდა დაიცვას ყველა RP წესი
  • აკრძალულია სერვერის დისკრედიტაცია
  • სტრიმში უნდა იყოს fair play და RP-oriented კონტენტი

🔁 OOC / IC დაცვა

წესები

  • სტრიმში OOC საუბარი უნდა იყოს მინიმალური
  • არ შეიძლება მეტაგეიმინგი სტრიმიდან მიღებული ინფორმაციით
  • არ შეიძლება სხვა მოთამაშეების OOC შეურაცხყოფა

📡 Stream Sniping აკრძალულია

Stream Sniping = სტრიმის ნახვა და მისი გამოყენება თამაშში უპირატესობისთვის.

წესები

  • აკრძალულია სტრიმის გამოყენება IC უპირატესობის მისაღებად
  • მოთამაშეებმა არ უნდა გამოიყენონ სტრიმი ლოკაციის/ინფორმაციის მისაღებად

🔒 კონფიდენციალურობა

წესები

  • თუ სხვა მოთამაშეს არ სურს სტრიმში ყოფნა → უნდა გაითვალისწინო
  • რეკომენდებულია Discord/OOC შეთანხმება მნიშვნელოვან სცენებზე
  • აკრძალულია პირადი ინფორმაციის გაჟონვა

🛠️ ადმინის ჩართულობა

წესები

  • სტრიმინგის დროს ადმინისტრატორის მითითებები უნდა შესრულდეს
  • ადმინისტრაცია შეიძლება ჩაერიოს პირდაპირ ლაივში
სასჯელი: Stream Sniping → გაფრთხილება → ბანი (1–7 დღე) · RP წესების დარღვევა → ჩვეულებრივი punish · კონფიდენციალურობის დარღვევა → ბანი (მძიმე შემთხვევაში პერმანენტული) · ადმინის მითითების იგნორი → მძიმე დისციპლინარული სასჯელი